Sunday, December 11, 2016

ჩემი და ტომფორდის მოგზაურობა დეპოში

   ცოტა დაგვიანებული ამბავი, მაგრამ მაინც მოსაყოლი:   
    ორი დღის წინ,  მივლინებიდან ვბრუნდებუდი მატარებლით, თბილისი - ბათუმი ღამის რეისით. როგორც იქნა გათენდა და  ჩამოაღწია სადგურამდე მატარებელმაც, ნახევრად მძინარეს გაშტერებული სახით მოძრავს რათქმაუნდა რაღაც ხათაბალა რომ არ შემმთხვეოდა, ისე არ გამოვიდოდა, ხოდა ამჯერად ჩემმა მოძრავმა მეხსიერებამ ხელჩანსთან მიმართებაში მიღალატა და დამრჩა მატარებელში. სადგურიდან ტაქსისკენ მიმავალს ზღვის ჰაერმა გამინათა გონება ეტყობა და იმწამს გამახსენდა, თუმცა მატარებელი უკვე აღარ იდგა სადგურში. დავრეკე ცხელ ხაზზე, მიმართე სადგურის მორიგესო, მეც ვინც დავინახე სადგურში ის მეგონა მორიგე დაცვა, და როცა მივმართე უკმაყოფილო ქედმაღლობით მიპასუხა, მე უფროსი ვარ, მორიგე ვინ გითხრა რომ ვარო,დროზე მითხარიო (როგორ ვაკადრე). ნუ ასე იყო თუ ისე, დეპოში უნდა მიხვიდე და იქ არიან გამცილებლებიც და დაგახვედრებენ ჩანთასაცო.
    ტაქსი მელოდებოდა და იმწამს გავექანდით ამ დეპოსკენ (დეპო წარმოვიდგინე რატომღაც პატარა ოფისი ან მსგავსი მატარებლების  სადგომის შესავლელთან). მივედით ბონის ბაზრობის (ფარეხი) მხარეს და ტაქსის მძღოლმა მიმითითა გადასასვლელი ხიდისკენ, (კი შემომთავაზა გაგყვებიო, მაგრამ ისეთი სახით მითხრა, აშკარად ეზარებიდა და არ მინდა, დამელოდე თქო). ავედი ამ კიბეზე და მაშინ დაიწყო საოცრება, კიბის შუა მონაკვეთზე იყო დეპოში ჩასასვლელი მეორე კიბე, ოღონდ აი ისეთი, ცალ ფეხს რომ დააბიჯებ ერთ მხარეს და მეორე მხარე საფეხურის შუბლისკენ წამოვა (გამიმართლა, ავიცდინე ყველა საფეხურ-ფიცრის წამოსვლა სახისკენ). თან მაგრად ცივა, ბნელა სადღაც დილის 06:30 სთ.-ია, ერთი ჭექა ქუხილი აკლდა ამინდასაც თორე, ჯოჯოხეთი როგორია იმასაც მოგიყვებოდით :D ძირში რაც ჩანდა ამ ღამე - დილის გასაყარზე, მხოლოდ მინის ნამსხვრევები, და ეკლიანი ბალახები იყო, ვერც უკან ვბრუნდები შიშით და ვერც მატარებლისკენ მივდივარ. ამ დროს დავინახე დაცვის პოლიციის ოთახი მაღლა, ავირბინე დიდის ამბით და ვხედავ ორი დაცვის თანამშრომელს ჩაძინებულს, მივუკაკუნე კარებზე და უცებ ისე წამოვარდნენ რაღაც ხელკეტებით, იმწამს შიშისგან გაშეშებული ცვილის ფიგურა გეგონებოდით რომ გენახეთ. როგორც იქნა მიმხვდნენ რომ რაღაც მიჭირდა და ერთ ერთმა დაიკო დაიკო შეძახილით (მამხნევებდა აშკარად ფანარის მონათების მერე ჩემი სახე რომ ნახა) გამომყვა მატარებლამდე.
    ჩავდივართ ამ  ბევრ წლებ გამოვლი და დაცვეთილ საფეხურებს, მერე მატარებელთან მისასვლელ გზას შევუდექით და არ ილევა ეს გზაც, ჯერ ლიანდაგიდან ლიანდაგზე, ისე რომ რელსზე ფეხი არ უნდა დაგებიჯოსო გამაფრთხილა, მერე  ჭაობი, ნაგავი, ეკლიანი ბალახები მუხლამდე რომ აღწევს და ძველ სატვირთო ვაგონებს შორის გასავლელი ვიწრო გზები (კიდევ კარგი წონაში დავიკელი, თორე იქ რა გაეტეოდა ადრე). ისე გაგრძელდა ეს გზაც საუკენედ მომეჩვენა დრო, დავიწყე მერე ჩანთაში მყოფ ნივთბზე ფიქრი, იქნებ მასტიმულირებლად გამომადგეს და შიში მოვიშორო თქო და გაამართლა კიდეც (ამ ჩანთაში ხომ, ჩემი მუდამ მეგზური ტომ ფორდის სუნამოჩკა მედო, თან ყველაზე დიდი ბოთლით რაც კი მქონდა იმათ შორის, როგორც კი წარმოვიდგინე რომ შეიძლებოდა ეს სუნამო დამკარგვოდა შიში გაქრა და ამ დაცვის პოლიციელსაც კი გავუსწარი ნაბიჯებით ისე მივაღწიე ჩემს მატარებლამდე :D გადმოდგა გამცილებელი და აქ თუ არ ამოხვალ ვერ მოგცემთ ჩანთასო ჩამომძახის მაღლიდან, იქ მისულს ეხლა უკან ხომარ დაიხევდი და იმ სიმაღლეზე ავედი ამ ვაგონში ეხლაც მიკვირს რა ნებისყოფა მომეძალა იმწამს. (ნუ იქ დაკითხვაც წავიდა, აღარ მოვყვები გაგრძელდება ამბავი ნამეტანი :D) ავიღე ეს ჩემი ჩანთაც და გამოვქანდი ტაქსისკენ, აქაც შემხვდა ერთი დიდი ჭაოაბი გადასავლელი მაგრამ ისიც გადავლახე იოლად (ჩემი სირბლი და ფიტნესობა გამომაგდა და შორ მანძილზე იოლად გადარბენა-გადახტომები ვისწავლე :D). ვარ ეხლა მშვიდათ. ჩემი ტომ ფორდიც ჩემთანაა და ჩემი აწ უკვე ასჯერ სხვაგან დარჩენილი ჩანთაც..
    P.S. მწერლობაზე პრეტენზია აქვს და წერსო ნუ იფიქრებთ, უბრალოდ აი ასეთია ჩემი ბუნებვრივი გარემოება ზოგჯერ, რომელთა შეგროვებასაც წერით ვცდილობ. J

Saturday, October 22, 2016

'კიდევ 5 წუთი'

  "კიდევ 5 წუთი" , ეს ის ალბათ ყველასთვის ნაცნობი ფრაზაა,  რის გამოც ვერა და ვერ ვეწეოდი ჩემგან სადღაც შორს გაქცეულ ჯანსაღი ცხოვრების გზას, დილით ადრე გაღვიძებით რომ უნდა დაწყებულიყო.
    არც ოქსფორდის და არც ტეხასის პროფესორების კვლევების ცოდნა მჭირდებოდა, იმის საცოდნელად რომ ადრე ადგომა ბევრ დროს მომცემდა,  რომ ადრე ადგომა უფრო პროდუქტიულს გამხდიდა,  რომ ადრე ადგომა ხარისხიან ძილს მიუზრუნველყოფდა, რომ ადრე ადგომა გონებას განმიტვირთავდა, თუმცა არ იყო ეს ცოდნა საკმარისი, ვერ იქნა და ვერა, მაინც მიჭირდა მაღვიძარაზე მორჩლება, სულ გავურბოდი მის ხმას, თავის გამართლების მიზეზი რაღა თქმა უნდა არ მელეოდა: ვერ ავდექი ადრე იმიტომ რომ გვიან დავწექი, დავწექი გვიან იმიტომ რომ სამსახურიდან დაღლილი დავბრუნდი და ა.შ. ბოლოს მაინც იმ კონსესუსამდე მივდიოდით ხოლმე,  მე და ჩემი გონება, რომ ამის მიზეზი ისევ ჩემი სიზარმაცისკენ სწრაფული ბუნება იყო ბალიშთან ომს რომ ვერ უმკლავდებოდა დილით.
   როგორც იქნა იქნა მაღვიძარასთან ორთაბრძოლის ხანაში დადგა ის დიდებული პერიოდიც, დიეტობანა რომ დავიწყე. მთავარი პირობა დიეტოლოსგან ამ დიეტის შესრულებისა იყო საუზმის აუცილებლობა, წარმოიდგინეთ ეხლა იღვიძებ დგები, არც ცივი წყლის მისმხა გშველის სახეზე არც არაფერი, დაჯდე უნდა და ჭამო, თან მაგიდიდან ჯიუტად გიყურებს ხან კვერცხი, ხან შვრიის ფაფა, ხან კრუასანი, ჰე დროზე შემჭამეო, გემრიელიც კი საშინლად უგემური ჩანდა ნახევრად მძინარე თვალით გახედვისას ყველაფერი და საწყალ ყბას ისე სასაცილო ძალდატანებით და რობოტულად ვიქნევდი ლუკმის დაღეჭვისას, მეც კი მეცოდებოდა რაღც მომენტში  :D
    სწორედ ამან განაპირობა, დავმორჩილებულიყავი დილის 7 საათზე მესამე ხმაში მომღერალ მაღვიძარას :D თავიდან ცოტა მერთულა, ხან ფეხი მტკიოდა ხან თვალები უძილობისგან გაბრუებულს. თუმცა ჰოი საოცრებავ, ემატებოდა ამ ჩემს კალენდარს წითლად გადახაზული დღეები,  გამარჯვებისა რომ ექრვა და მეც პარალალურად ვუმატებდი დილით გავლილი კილომეტრების მანძილს, დოგმად ვიქციე მინიმუმ 10 000 ნაბიჯი (სადღაც 6 დან 7  კმ.- მდე რომ უდრის) ყველა დილით. აღმოვაჩნე რომ აღარც დაღლილი დავბორიალებდი დღის განმავლობაში, შრომისნაყოფიერება უფრო ეფექტური გამიხდა და ხასიათიც შესაშურად უკარგესი.
    სასაცილოდ საინტერესო ჩვევები ავიკვიატე, განსაკუთრებული სილამაზით დაჯილდოებული ქალაქის ბულვარის ბილიკებზე  ერთი პალმიდან მეორე პალმამდე გასიგრძეგანებულად ვითვლიდი მეტრებს, მახსოვს ველო ტრასების სისწორესაც კი დედუქციური მეთოდით ვამოწმებდი - ე ბიჭოს სიმეტრია არ დაუცვიათ ამ მერიის სამსახურს გაღებვისას სწორად თქო. წმინდა მეცნიერული ინტერესი მქონდა ფეხის ყოველი ნაბიჯი ერთი განზომილების გამეხადა.
   ყოველდღიურად ვლაშქრავდი და ვლაშქრავდი გაღვიძებისთანავე ზღვისპირა ზოლს, მამოტივირებელ მიზეზად ათას რამეს ვიგონებდი, შედეგი შესაშურად სწრაფად მოდიოდა, ისე ჯანსაღად ვაქციე სულიც და სხეულიც, ბონუსად წონაც კი მომაკლდა, მზის ამოსვლასაც კი ვასწრებდი გარეთ გასვლას. დიდი დოზით ისტორიებიც მიგროვდებოდა , ეხლა უკვე კომიკურად გასახსენებელი, ერთი განსაკუთრებით მახსოვს, მისია შესრულებული და 7 კილომეტრ დაფარული,  ვბრუნდებოდი უკან, ლიფტით იშვიათად დავდივარ, და რატომღაც მაინცდამაინც ამ დღეს გადავწვიტე ლიფტით ასვლა სახლში, მეხუთეს ნაცვლად მესამე სართული ისე ავკრიფე, სანამ სხვის სახლში შესული, უკვე ბოტასების გახდა დაწყებული სარკეში არ დავინახე როგორ დგება დივნიდან ვიღაც ხალათმოცმული კაცი, ისე გამოვიქეცი იქედან, ათასგზის მარათონ გამოვლილ მორბენლასც კი ვაჯობებდი ,სამ საფეხურს ერთად მოვრბოდი მეხუთე სართულამდე :D :D :D
    ასე შედგა ჩემი და ალიონის საოცარი ერთიანობა ბათუმის ბულვარში და განუყრელ მეგობრებად ვიქეცით. ადრე ის მელოდებოდა როდის გავიდოდი გარეთ, ეხლა მე ვეელოდები მალე გათენდეს რომ შევხვდე. mkl xz 


    ბოლოში ამბიციად თუ არ ჩამითვლით, გავბედავ და რჩევის სახით დავამატებ: თუ გაქვთ სურვილი, იყოთ ლაღები, ენერგიულები, ჯანმრთელები, შესაშურად ხალიასიანები და რაც მთავარია სასურველ კილოგრამებიანი, გაიღვიძეთ იმაზე სულ ცოტა ხნით ადრე, ვიდრე ეხლა იღვიძებთ და იარეთ ფეხით, საწყისად 30 წუთიც კი კმარა, მერე სხეული მისით გამოიმუშავებს და გიკარნახებ რა სურს და იმის მიხედვით გაზომავთ დროსაც და მანძილსაც. არ არის აუცილებელი ბულვართან ახლოს ცხოვრება, ტროტუარებზეც დიდებულად გამოდის ფეხით მოძრაობა. ასე უფრო მეტი დრო გექნებათ ყველაფრისთვის. წარმატებები და ბევრი დაფარული კილომეტრები თქვენ!

   




Thursday, October 20, 2016

მე, დიეტა და ჩემი დიეტოლოგი



მე და დიეტა ორი სხვადასხვა პოლუსი ვიყავით, ხან ვუმეგობრდებოდი ხან ვემტერებოდი, განა არ ვცდილობდი? ათასი გასახდომი საშუალება გამოვცადე, ხან ისაო, ხან ესაო, გამოგონილი თუ გამოუგონებელი, დანახული თუ არ დანახული, მიღებული თუ მიუღებელი, ყველა მეთოდი გავტესტე, თეორიულად ყველაფერი ვიცოდი, ზეპირად ჩამოვარაკრაკებდი ხოლმე გახდომის წესებს, იმდენი დიეტოლოგი მოვიარე, რამდენიც გავიგე რომ არსებობდა. ყველა მათგანთან პირველი კონსულტაციის შემდეგ გამობრუნებისას ისეთი იმედი მესახებოდა მათი ნასაუბრალიდან, ვიტყოდი უი რამაგარია, ცოტა ხანში შანელის ან დიორის სახე გავხდები თქო (ნუ მთლად დიორიც არ მიფიქრია, ეხლა ვამატებ), არც მეტი არც ნაკლები 90/60/90 პარამეტრებით.
     დიეტოლოგებთან ვიზიტობისას მახოსვს, ყველა მათ მიერ ახლად ამობეჭდილი ვორდის ფაილებიდან, (დიეტებს რომ წერდნენ) საოცარი მოლოდინი გადმოდიოდა, რა მეგონა ნეტა შემწვარი იხვი ეწერებოდა თუ ფრანგული კრუასანები  (კრუასანი, ეს იმიტომ ვახსენე რომ მაგაზე ცალკე უნდა მოვყვე მერე :D ) გადავაკოპირებდი გადმოვაკოპირებდი ამ დიეტებს, ზოგს სად მივაკრავდი ზოგს სად, თუმცა მაინც ეს იყო შაბლუნური, უაზრო შიმშილის დაგვარი, უგემური, უშნო, მახინჯი და საზიზღრად ერთფეროვანი დიეტები. ვიკლებდი სადღაც 5 კგ.-მდე, მერე ვიმატებდი 7 -ს, ასე დამიგროვდა ჭარბი წონა. დღითი დღე უფრო და უფრო მიჭირდა მათთან ურთიერთობა, რუტინას ემსგავსებოდა ყველაფერი. მერე ისევ ჩემით ხან ინტერნეტიდან ამონარიდი დიეტებით, ხან ნაცნობ მეგობრებიდან გაგონილით თავიდან ვიწყებდი და ვიწყებდი, კოქტეილიო, ცილაო, კეფირიო, ყველა ორშაბათი, ყველა 1, 5,10 თუ ჯერადი თარიღი ჩემი დიეტის ათვლის წერტილად იქცა. ბოლოს მაინც არაფერი, შედეგი ის იყო, რომ ისე დავმეგობრდით მე და ეს ჩემი ჭარბი წონა, ზუსტად 5 წელი ვერ მოვიშორე, პირიქით  უფრო და უფრო მეტმასნებოდა, მესისხლხორცებოდა და ჩემიანი ხდებოდა თავისი სიმახინჯეებით.  
   ასე გადიოდა დრო, და აი სწორედ მაშინ, როცა უკვე ჩავიქნიე ხელი და დავიჯერე რომ არ არსებობდა დიეტა ან მეთოდი, რომელიც მე მომიხდებოდა, გავიგე ერთი დიეტოლოგის არსებობის შესახებ, დავურეკე, შემითანხმდა კონსულტაციიის დროზე, ჩავედი დიდის იმედებით, მაგრამ რად გინდა, კონსულტაციის წინ დღით მახსოვს სასტუმროში ვახშმად მხოლოდ ფორთოხალი ავიღე, თითქოს ისევ ვდიეტობდი და ისე მოვიწამლე, მთელი მეორე დღე ემერჯენსში გავატარე, ვთქვი არ მიწერია ამ ექიმთანაც მე მისვლა, თუმცა მივაღწიე, ენდოკრინოლოგიის ეროვნულ ინსტიტუტში, ლაშა უჩვასთან. უუხ როგორც იქნა ველი დიდის მოლოდინით ახალ დიეტას და სადხარ, არც დიეტა ჩანდა, არც კვების რაციონის შემდგენისა ეტყობოდა ამ ექიმს რამე, ბოლოს დაამატა სანამ არ გამოვიკვლევთ ყველაფერსო, არანაირი დიეტაო. ათასი კითხვა მქონდა მაგრამ არც არაფერი, არც დიდი იმედები მოუცია, არც დრო განუსაზღვირა როდემდე, არადა მანამდე როგორ მიჩვეული ვიყავი ვადებში გაწერილი კილოგრამების კლების განრიგის შედგენას ყველასგან.
   პირველი და ყველაზე მთავარი რამაც ჩემი ყურადღება მიიქცია დიეტოლოგ ლაშა უჩავასთან ვიზიტისას , იყო მისი უშუალო და საოცრად ყურადღებიანი დამოკიდებულება პაციენტების მიმართ, ის არავის გავდა, გესაუბრებოდა ჩვენობით ფორმით, ყოველთვის გეკითხებოდა აბა რა მივიღოთ, აბა რა გავაკეთოთ, თითქოს ხომ არაფერი არა? მაგრამ სწორედ საუბრის ეს ფორმა ექიმთან გაჩვენებს რომ ისიც შენი დღის წესრიგის მონაწილეა, გგონია რომ შენთან ერთად ისიც გადის ამ გზას და მარტო არ ხარ. არ არსებობს დღე, საათი როცა მას დაურეკავ აზრიანი თუ უაზრო კითხვით, ყოველთვის შესაშური სიმშვიდით, ყურადღებით გისმენს და გცემს პასუხს. 
   გადიოდა დღეები, ჩემი ამდენი დაგროვილი კილოგრამები სწრაფად მიექანებოდა სადღაც ჯანდაბაში (იმედია მოუსვლელში თან :D), ყველა კვირის გასვლას მოუთმენლად ველოდი ახალი და ახალი კვების რაციონის შედგენის მოლოდინით ლაშასგან. ისიც ყველა აკვიატებული პრეტენზიის თუ კლების პროცესში წარმოშობილი უაზრო ნევროზის მკურნალად იქცა, ლამის იმასაც კი ვეკითხებოდი ოხრახუშს რამდენი ფოთოლი უნდა ებას სასარგებლო რომ იყოს თქო :D.
   ლაშა ექიმის დახმარებით დიეტა ჩემი უსაყვარლესი პროცესი გახდა, მასთან ერთად ვსწავლობდი ჯანსაღი კვების პრინციპებს, ვიკვებებოდი სწორად, ვისწავლე უამრავი საკვების მომზადების რეცეპტებიც კი და ყველაფერი ეს ერთ დიდ სიამოვნებად მექცა, ის პლასტმასის კონტეინერებიც კი შემიყვავარდა დღის მენიუთი გავსებულს, ყველა გზაზე რომ მივაშრიალებდი სადაც კი მიწევდა გასვლა და თავმომწონედ ამოვალაგებდი ხოლმე ცოცხალ, ფერად და ჯანსაღი პროდუქტებით გაჯერებულ საკვებს.
   დიდი კომფორტია გყავდეს ლაშა უჩავასნაირი პიროვნება ექიმად, მიყვე მის რჩევებს და მერე უკვე ისე სწრაფად მიდიხარ იმ დიდი და მთავარი მიზნისკენ რასაც არა მხოლოდ წონის კლება და ფორმაში ჩადგომა ქვია, არამედ სხეულის და სულის გაჯანსაღება, ხასიათის სიმტკიცე და მეტი თავდაჯერებულობა. ლაშა ის დიეტოლოგია ვინც კვების რეჟიმს მაქსიმალურად გარგებს შენი ცხოვრების რეჟიმზე, ისე რომ ნაკლები დისკომფორტი შეგექმნას და თავიდანვე არ იყო დარღვევებისთვის განწირული. გეხმარება არა რომელიმე კონკრეტული დიეტის ბეჯითად შესრულებაში, არამედ კვებითი ჩვევის ჩამოყალიბებაში.
   მასთან, როგორც ექიმთან მიდიხარ ერთი დიდი პრობლემით -წონის კლება რომ ქვია, თუმცა გიგვარებს გაცილებით მეტ პრობლემას, თან ფსიქოლოგის როლსაც დიდებულად ირგებს და შენი მეგობარი ხდება, ალბათ ამ ყველაფერს ისიც განაპირობებს რომ მას უფრო ჯერავს შენი, ვიდრე შენ გჯერა საკუთარი თავის.
   ასე ვიქეცი დიეტოლოგ ლაშა უჩავას მიერ ყოველდღიური ჯანსაღი ცხოვრების წესების მოციქულად :D დღეს ის ჩემი მეგობარია და მე კიდევ გამხდარი მირანდა ვარ, ხო სამჯერ ათეული კილოთი ნაკლები, ვიდრე მაშინ ვიყავი. ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი კი გახდა ჩემი უსაყვარლესი ადგილი, თავისი ძალიან კარგი და მაღალი პროფესიონალიზმის მქონე პერსონალით.
   პ.ს. ხო მართლა, ზევით რომ სურათია, აი ისაა ჯადოქარი ექიმი უჩავა, რომელსაც აუცილებლად უნდა იცნობდეთ :-)

     შემდეგ პოსტებში აუცილებლად მოგიყვებით ამ ორი წლის მანძილზე განვლილი ტრიუმფალური თუ კრიზისული დღეების შესახებ უფრო კონკრეტულ ჭრილში. დროებით :-) :-) :-)

Wednesday, October 19, 2016

რა არის სიმსუქნე


კითხვაზე თუ რა არის  სიმსუქნე, პასუხზე  ყველა თანხმდება რომ ეს არის ავადმყოფობა და ესთეტიური პრობლემა.
თუმცა ჩემი თვალით დანახული სიმსუქნე, ეს არამხოლოდ ავადმყოფობა ან კოსმეტიკური ულამაზობაა, არამედ ესაა ცხიმს ამოფარებული ცხოვრება, ესაა ზახფხულის არ სიყვარული და ცივი სეზონის სიყვარული მხოლოდ იმ მიზეზად რომ ჟაკეტებით და თბილი მოსაფარებელი სამოსებით დავმალოთ სხეულის ესა თუ ის ცხიმად ქცეული ნაკვთები, ესაა სარკის სიძულვილი - ჩახედვისას შიში რომ გიპყრობს შენი სხულის დანახვის, ესაა მუდმივი კომპლექსი საზოგადოებაში შენი ადგილის პოვნის, ესაა ფოტო კამერის შიში - უცებ შენი ქონში ჩამალული მსხვილი კისერი ან მთელი სხეული რომ არ დააფიქსიროს ვინმემ,  სიმსუქნე ქრონიკული დაღლილობაა, სიმსუქნე უხასიათობაა, სიმსუქნე გამუდმებითი დეპრესიული და სტრესული სტილის ყოველდღიურობად ქცევაა,  სიმსუქნე ესაა უნებისყოფობის მაჩვენებელი, სიმსუქნე უმოძრაობაა, სიმსუქნე ადამინის ეგოიზმისკენ მიდრეკილების გზაა, სიმსუქნე საკუთარი თვითშეფასების ნეგატიური დამოკიდებულების უპირველესი წყაროა.
სიმსუქნის დროს გძულს მოკლე - წელში გამოყვანილი კაბები, გძულს მაღალი ქუსლები, გძულს ვიწრო ჯინსები - განა იმიტომ რომ ეს შენი სტილია არაა? არა, ეს იმიტომ რომ ვერ იხდენ, სამაგიეროდ გიყვარს ფართო, უფორმო სამოსი, ტომარასავეთ რომ ჩამოგეფარება ულამაზო ნაკვთებზე. სიმსუქნის დროს შენი ყოველი შოპინგზე წასვლისას უკან მობრუნებულს დიდი იმედგაცრუება გეუფლება, არ გაინტერესებს არც ფასი, არც ხარისხი მთავარია მოგერგოს და იპოვო შენი ზომა სამოსი, მერე კიდევ ძვირადღირებული აქსესუარებით, ჩანთებით და ფეხსაცმელებით ცდილობ გადაიტანო როგორც შენი ასევე სხვისი ყურადღება, ნახე რამაგრი ბრენდომანი ვარო, გიფიქრია ამას რატომ აკეთებ? მე გეტყვით, იმიტომ რომ ცდილობ დამალო შენი ნაკლი, ნაკლი - სიმსუქნეა, თუ ცდილობ დამალვას ესეიგი უკვე იცი რომ ეს მართლაც ნაკლია, ესეიგი ათვითცნობიერებ რომ დისკომფორტს გიქმნის შენი წონა, და ამდენი რამის მერე ისევ რატომ ხდები კუჭის მონა, განა ჯერ თავი არ გაბია სანამ კუჭამდე ან მუცლამდე ჩახვალ, განა შენ არ უნდა უკარნახო შენ თავს რას შეჭამ? განა გონება არ გიჭრის რომ 10 წუთიანი გემოების შემატყუებელ სასუსნავებზე არ გაცვალო შენი ლამაზი სხეული?
შეიძლება ეხლა არ მოგწონვარ, რადგან საკუთარი თავი იცანი აქ, მაგრამ მე ვცდილობ შენ უკეთესი მე-ს შექმნაში დაგეხმარო, შენი ნაკლის სწორი შეფასება გასწავლო, მიგანიშნო რომ რომ უნდა სცადო იყო უფრო მეტად აქტიური, მეტად ნებისყოფიანი, რომ შეძლო იცხოვრო და არა უბრალოდ იარსებო, რომ მეტად შეიყვარო შენი თავი.

შემდეგ პოსტს აუცილებლად დავუთმობ რა უნდა გააკეთო ამისთვის.

Monday, October 17, 2016

ჯანსაღი ცხოვრება - ლამაზი სიცოცხლე

       
       ჯერ მოვიდა იდეა ბლოგის შექმნის, მერე ფიქრი თუ რის შესახებ იქნებოდა ჩემ მიერ დაწერილი ბლოგ პოსტები, მერე კიდევ... უუხ საინტერესო რომ იყოს სხვისთვისაც და იქნებ ცოტა საჭირო კიდეც (აქ ამბიციის ამბავია ცოტა  მგონი :D  ) რაზე მეწერა, დაიწყო მოზღვავებული ფიქრების ტალღებმა ტრიალი თავში, მერე გადავწყვიტე დავწერ იმას რაც გადმოვა არა ნაფიქრალიდან, არამედ ისე, უბრალოდ... თუმცა მაინც გადავწყვიტე  ბლოგი  ყოფილიყო ჯანსაღ ცხოვრებაზე, ჯანსაღი ცხოვრების მიუღწეველი თეორიული მითების დამსხვრევაზე, არა ვიღაც თვალით უხილავი მეცნიერის თუ უცნობი პროფესორების მითითებების ბეჯითად შესრულებაზე დროებით რეჟიმში, არამედ საკუთარი მე-თი ჩვენი ცხოვრების ჯანსაღად ქცევაზე.

     ჩვენ, ადამიანები ერთი ჩვეულებრივი მანქანები ვართ და გვაქვს ბოძებული ყველაზე მაგარი უპირატესობა, ცხოველებისგან განსხავავებით ვიმოქმედოთ არა ინსტიქტებით, არამედ თვით ჩვენ მიერ მართული გონებით, აქ ნუ შემომედავებით ზოგს გონება არ უჭრისო, გონება განა ყველას არ აქვს? უბრალოდ მას ვარჯიში და დაქოქვა ჭირდება, თუ არ ვქოქავთ შესაბამისად რა გამოდის? ანუ ვართ ზარმაცი, დიახ  ზარმაცი, უფრო მეტიც - შეგნებულად ზარმაცები..

     ე.ი. იმისთვის რომ ვიცხოვროთ ჯანსაღად, პირველი და ყველაზე მთავარი მიზანი ჩვენი რა ყოფილა? რათქმაუნდა  ზარმაცის ცნების დაძლევის მოზღვავებული ჯერ სურვილი და მერე მცდელობა , რასაც მე პირადად გაგიმხელთ და გეტყვით, რომ ზუსტად ბოლო ორზე ცოტა კიდევ მეტი გააზრებული წელია ჯიქურ  ვეჭიდავები, ხან ვამარცხებ, ხან მამარცხებს, თუმცა მიღწევა ის დიდი და ვეებერთელა შედეგია - რასაც პატარ პატარა გამოცდილებები ქვია ამ დამარცხ-გამარჯვებების შუა და შუა გზებზე,  და აგერ უკვე მათემატიკურად დასათვლელი, ორ ციფრად გამოსახული -  არც მეტი, არც ნაკლები დაკლდებული სამჯერ ათეული (30) კილოგრამია.  არ გჯერათ ხომ? არც მე მჯეროდა თავიდან :-) :-) :-)

    გაგრძელება იქნება, შევეცდები აბზაც-აბზაც, დამარცვლით და ორგანულად მოვიტანო თქვენმადე ის საფეხურები, მაღლა ასვლას რომ გასწავლის პირამიდაზე. ასევე მოვყვები ამ ამბავური ისტორიიის პიროვნებებზე. დროებით...